|
2019-09-12 12:38:04, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ის სუბიექტები დაასახელა, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენტურობის დასადგენად შექმნილ სამუშაო ჯგუფში იქნებიან ჩართულნი. ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემდეგ, კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ინდივიდუალურად გაესაუბრებიან, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ. „საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უკვე გადმოეგზავნა მოსამართლეობის 20 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და თანდართული მასალები. იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს პროცესი, გუშინ იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას შეუწყოს ხელი. მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ შემდეგ სუბიექტებს: როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ფრაქციას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრაქციას, თითო წევრის წარმოდგენის შესაძლებლობით. ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატებს შევთავაზეთ წარმოედგინათ ერთი წევრი. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იქნებიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ბატონი ჯონი ხეცურიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქალბატონი თამარ ზარანდია. ჩვენ ამ ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ, ასევე, პროფესიულ გაერთიანებებს, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში, თუმცა ჩვენი შეთავაზება, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ იურიდიული საკუთხთა კომიტეტში მოსმენების დროს, ძალაშია და ისინი მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული ვადა, 10 დღე. 10 დღის შემდეგ, როდესაც დაადგენს სამუშაო ჯგუფი, 23 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დავიწყებთ თითოეულ კანდიდატთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ჩვენ დავუგზავნეთ უკვე ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კომიტეტის ყველა წევრს და დღეს, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით იმ ინფორმაციას გავასაჯაროვებთ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაგვეგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატების მოსმენებს დაესწრონ და მათ კითხვები დაუსვან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)