|
2019-09-11 11:18:43, 2008 ნახვა
საზოგადოება
„სვეტის“ დაზარალებულები ბინებს მიიღებენ - მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს
„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, დასრულებულ ბინებს 2 500-მდე ოჯახი მიიღებს. m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე 3 შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22). "დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად, მომივიდა წერილი, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ოჯახს, პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი და ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება. იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხები. წლების განმავლობაში, დედა რომელიც იტალიაში მუშაობდა ჰქონდა გარკვეული დანაზოგი ხელფასიდან და ამ ოჯახმა საბოლოოდ შეიძინა ბინა. თუმცა ეს ამბავი სამწუხაროდ ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ეს პრობლემა უკავშირდება სამშენებლო კომპანია "სვეტს". ამ ოჯახის ნაირად არის 2 500-მდე ოჯახი დაზარალებული. თბილისის მერიისა და კომპანია "m2"-ის, ასევე საინიციატივო ჯგუფი, ვინც მუშაობდა ამ საკითხზე აქტიური მუშაობით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. ამ 2 500-მდე ოჯახის პრობლემა გადაწყვეტილია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ ადამიანს და უწყებას. სამწუხაროდ ამ ოჯახების მსგავსად არიან კიდევ ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა სამშნეებლო კომპანიების გამო არიან დაზარალებულები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ამ პრობლემას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ასევე "ცენტრ პოინტის" პრობლემაც იყოს მოგვარებული", - განაცხადა თბილისის მერმა.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)