|
2019-09-10 13:23:48, 1646 ნახვა
პოლიტიკა
დეიმონ უილსონი - რუსეთი ცდილობს საქართველოს საკითხი დასავლეთის თვალში დააკნინოს
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის განცხადებით, რუსეთი ცდილობს საქართველოს საკითხი დასავლეთის თვალში დააკნინოს, - ამის შესახებ უილსონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უილსონმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაანახოს, რომ ქვეყანაში დემოკრატია იზრდება. "ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ვხედავთ ამ მცოცავი ბორდერიზაციის პროცესს, გამყოფი ხაზის გამყარებას, ვფიქრობ ეს ნამდვილი სირცხვილია. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ რუსეთი აქა-იქ გვცდის და ამოწმებს როგორი რეაქციები მოჰყვება ამ ქმედებებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მედია, საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხზე ფოკუსირებული დარჩეს, დაგმოს ეს და დაამშვიდოს ხალხი, იმით, რომ მას ხედავენ, რომ ყურადღება ნამდვილად არის მიპყრობილი, რომ ეს ყველაფერი ჩუმად არ მოხდება და უპასუხოდ არ დარჩება. ვფიქრობ კრემლის წარმომადგენლებს ესმით, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის წარმატებას საშინაო საკითხებში პირდაპირ უკავშირდება ტრანსატლანტიკურ ალიანსებში გაერთიანების მისწრაფებებს და სურვილს, რომ ევროპისა და ნატოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილი იყოს. მათი სტრატეგიის მიზანია, რომ საქართველოში ბალანსი დაირღვას. რუსეთს აქვს მოტივი, მიზანი აჩვენს, რომ საქართველო ვერ წყვეტს საკუთარ ბედს, რომ ეს კვლავ სახიფათო საკითხია. სუსტი, დაყოფილი საქართველოს წარმოდგენა ეხმარება მათ იმაში, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთის თვალში დაკნინდეს. ამის სურვილი კი, მხოლოდ ერთ აქტორს აქვს და ეს კრემლია. ჩართულობა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ყურადღების ცენტრში უნდა დავტოვოთ ეს საკითხი. საქართველომ უნდა შეძლოს და აჩვენოს, რომ მისი დემოკრატია იზრდება. მას შეუძლია ნატოელ მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კარგად თანამშრომლობა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ალტერნატივები შექმნა, აჩვენო როგორია თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს კეთილდღეობა", - განაცხადა უილსონმა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)