12:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 12:51:32, 1302 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხაზარაძეს ვერ გამოვყოფ, ჩვეულებრივ პარტიას შექმნის, ბევრი გვინახავს ასეთი

მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი , ჩვეულბრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორც ხდება ხოლმე. ბევრი გვინახავს ასეთი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„პოლიტიკური მოვლენების, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორც ხდება ხოლმე. ბევრი გვინახავს ასეთი. ზოგადად,  ძლიერი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics