|
2019-09-10 12:38:15, 1716 ნახვა
საზოგადოება
„აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი ინტერნეტკამპანია „აირჩიებათუმი“ ულამაზესი ვიდეორგოლით სრულდება. კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. ვიდეორგოლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავიანთ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. კამპანია აგვისტოდან დაიწყო და მას სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. (კამპანიის ვიდეორგოლების ნახვა მსურველებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ - http://airchie.gobatumi.com/). შიდა ტურისტების მოზიდვის მიზნით რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე, ონლაინ და რადიო რეკლამების სახით. აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ბილბორდები, ავტოგაჩერებები და მეტროგაჩერებები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ივნისიდან ამშვენებს. აჭარის საიმიჯო ვიდეო/აუდიო რეკლამა კინოთეატრებსა და რადიოსადგურებშიც ტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. რაც შეეხება, აჭარის პოპულარიზაციას უცხოეთში, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაეცნობიან.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)