|
2019-09-09 14:21:10, 1418 ნახვა
საზოგადოება
სესხი სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის - „თიბისი ბანკის“ შეთავაზება სტარტაპერებს
„თიბისი ბანკი“ სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის ქმნის. დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების გამასპინძლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით. სტარტაპ აგრო ტურიზმით სარგებლობა შეუძლია დამწყები ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვისაც დასაფინანსებელ ან სოფლის მეურნეობის მონათესავე დარგში მინიმუმ 24 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. სტარტაპ აგრო ტურიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/agro-loan „სტარტაპერი" თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა. სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.startuperi.ge
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)