08:50 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 12:54:12, 1108 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.  

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი, სულ, 10 414-მა  დევნილმა ოჯახმა შეავსო.

ამ ეტაპზე, 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534  სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით,  წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა  მონიტორინგს. 

1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.  მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. 

კომისია ასევე განიხილავს ავარიულ და  სახელმწიფო მნიშვნელობის  მქონე შენობებში მცხოვრები 263 ოჯახის საკითხიც, რომლებსაც ბინები, უპირობოდ, გადაეცემათ. ამ ეტაპზე, თბილისში 24 ასეთი ობიექტი დაიხურება.

კომისიის შემადგენლობაში  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს  და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics