16:50 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 16:14:52, 2114 ნახვა

პოლიტიკა
ადა მარშანიამ გენერალურ პროკურორს „ფანტომი“ და „მძინარე მზეთუნახავი“ უწოდა

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ადა მარშანიამ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს „ფანტომი“ და „მძინარე მზეთუნახავი“ უწოდა.

როგორც მარშანიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თადუმაძე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა თანამდებობაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა.

„მოდით ვიოცნებოთ, თქვენ ხომ „ოცნების“ წევრები ხართ. მოხდა საოცრება და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადავიდა ჩვენს ფრაქციაში და ჩვენ გავხდით უმრალვესობა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. თქვენ წარმოიდგინეთ რა კარგი ამბები დაიწყება. პირველი - მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც დიდი ხანია მისაღებია. ამას ოვაციებით მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მეორე - გადავყენებთ ამ პროკურორს, დავაყენებთ ახალს, რომელსაც ნამდვილად პროკურორი ერქმევა. ბატონ თადუმაძეს არ ეწყინოს და ფანტომია უფრო ვიდრე პროკურორი. ან როგორ დავარქვა მას „მძინარე მზეთუნახავი“ შეიძლება დავარქვა. იმის მერე, რაც ბატონი თადუმაძე აქ ჩვენ დავამტკიცეთ პროკურორად, თვალით არ მინახავას საერთოდ. არადა 56 ათასი განცხადება გაწამებული ადამიანების პროკურატურაში დევს. ეს რა საკვირველია წვრილმანია თქვენი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ადა მარშანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics