|
2019-09-08 15:13:30, 2054 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - აქციის მონაწილეებმა ცხვრები მორეკეს, ცხოველების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ
„დღეს ცხვრები მორეკეს, მანამდე ადამიანებს შეურაცხყოფდნენ, ახლა ცხოველების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვლიას“, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს და აღნიშნეს, რომ ისინი „ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებდნენ. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობას მხოლოდ გიროგი გახარია არ იზიარებს, აღნიშნულზე მთელი მმართველი გუნდია პასუხისმგებელი. „არ შემიძლია არ შევეხო 20 ივნისსაც. ის ადამიანები, არ ვმალავ და ვიმყოფებოდით ღამის შტურმის პროცესში და მანამდეც ვადევნებდით თვალს რომ ის ჯანსაღი პროცესი და ადამიანები, რომლებიც სრულიად გულრწფელად იყო და მათი დიდი ნაწილი იყო ახალგაზრდობა და გამოვიდა გასაპროტესტებლად და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მე მინდა რომ ეს ყველამ გავითავისოთ, მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისგებლობაზე არ გადის მთელი ეს პროცესი. ჩემო მეგობრებო, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე გუნდში მინდა მოგმართოთ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა. აქ ვიყავით თითოეული ჩვენთაგანი და ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეს იყო შტურმის მცდელობა და დიახაც გადავრჩით აი ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან. ეს უნდა ვიცოდეთ და არ უნდა დაგავიწყდეთ. იქ ჩვენი შვილების თაობა იყო. მყავს ორი შვილი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც გამოთქვამდნენ სრულიად გულრწფელ პროტესტს, თუმცა მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა ამ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ცდუნებაში ჩააგდებდა და რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. არ ვიცი რამდენ დღეს ითვლიან უკვე. დღეს ცხვრები მორეკეს, მანამდე ადამიანებს შეურაცხყოფდნენ, ახლა ცხოველების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და მინდა იცოდეთ, რომ არაფრის დიდებით, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი ხელისუფლება და მინდა, რომ ბატონ გიორგის ვუსურვო წარმატება და ყველა ის პროცესი და პროგრამა, რომელიც აქვს სამინისტოროებს აუცილებლად უნდა განხორიციელდეს. უნდა გავიხედოთ წინ. არაფრის დიდებით არ შეშინდეთ ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)