|
2019-09-07 13:01:44, 1780 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: რეზინის ტყვიები არ უნდა გამოვიყენოთ - პარლამენტში ამ ინიციატივას დავარეგისტრირებთ
„სახელმწიფომ უნდა გააჩეროს ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ შეიჭრნენ პარლამენტში. მაგრამ აქ მეთოდზეა საუბარი, თუ რა მეთოდს გამოიყენებს სახელმწიფო“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში პარლამენტში რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვის ინიციატივას დაარეგისტრირებენ. „რეალურად ხალხი 20 ივნისის მოვლენებისას დაშალა გაზმა და წყლის ჭავლმა. რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება არ იყო. არ უნდა გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები. იმიტომ რომ ამან დაასახიჩრა ადამიანები და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღრმად განიცდით ამას, როგორც ადამიანი. მაგრამ ჩვენი განცდები ვერ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ტრაგიკული მოვლენებისას, მაგრამ არის ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანი მხარე, რომ პარლამენტში შეჭრის მსურველი უნდა გააჩეროთ. კი ბატონო, აუცილებლად, სახელმწიფომ უნდა გააჩეროს ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ შეიჭრნენ პარლამენტში. მაგრამ აქ მეთოდზეა საუბარი, თუ რა მეთოდს გამოიყენებს სახელმწიფო. მე ბევრჯერ მომხვდა რეზინის ტყვიაც, ბევრ დარბევაში მოვყევი, თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული მაქვს, ეს ბევრჯერ მითქვამს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს თავი შეგაცოდოთ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ თაობა გაიზარდა 7 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი და როდესაც ჩვენ საინფორმაციო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ მოგვიწევს იმ ტიპის საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, რომ ამ თაობას თავიდან მოვუყვეთ, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2003-2011 წლებში. რომ იყო 7 ნოემბერი, რომ იყო 26 მაისი, მაგრამ რეზინის ტყვიები არაა, არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ და სწორედ ამ ინიციატივას დავარეგისტრირებთ ჩვენ პარლამენტში, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იარაღის გამოყენება არ ხდებოდეს, მაშინ როდესაც სახელმწიფო იცავს მის ინტერესს“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)