|
2019-09-06 10:21:00, 742 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი მიწის სწორად მართვაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვის მიზნით შეიქმნება. „ალბათ ყველაფრის საფუძველი, როდესაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არის მიწის სწორად მართვა. შესაბამისად, აღსანიშნავია მიწის სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და მდგრადი მართვისთვის ახალი კანონმდებლობა, რომლის შექმნაზეც პარლამენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა კომიტეტთან, მის თავმჯდომარესთან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონების შემუშავების პროცესში. აღნიშნული კანონების აღსრულებას სჭირდება ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე 2020 წლიდან შეიქმნება. ახალი უწყება ფუნდამენტურად შეცვლის მიწის რესურსის გამოყენებას, გაითვალიწინებს მის როგორც ეკონომიკურ, ისე გარემოსდაცვით ასპექტებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარებითვის სამელიორაციო პროექტებზე განხორციელების მნიშვნელობაზე. „ჩვენ დავიწყეთ სოლიდური თანხების ინვესტირება, იმისთვის, რომ საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა შეგვექმნა. დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები, იზრდება დრენირებული ფართობებიც. მიმდინარე წელს დაახლოებით 600 ჰა-მდე, ხოლო მომავალი წელს, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობის წყალუზრუნველყოფა იგეგმება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)