|
2019-09-04 15:37:15, 769 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა
„საქართველოს ბანკი“ ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ქალაქ ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ბანკი ქართველი სპორტსმენების გენერალური მხარდამჭერი და ქომაგი იქნება. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული პარტნიორობის შემდეგ საქართველოს ბანკი უკვე პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მხარდამჭერიცაა. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, პარალიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარმოსაჩენად იბრძვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი პარალიმპიელების გენერალური პარტნიორი“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)