|
2019-09-04 12:42:32, 755 ნახვა
საზოგადოება
ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება
თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ერთეული MAN-ის ტიპის ავტობუსი. მათგან 40 ერთეული მოწოდებულია და თბილისის მოსახლეობა სარგებლობს. ველოდებით დარჩენილი 50 ერთეულს, რომელიც ივლისში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიას დამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანიას გარკვეული შეფერხებები აქვს. ძალიან მალე მოგვაწოდებენ და თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ავტობუსებით ისარგებლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, უკვე შესყიდულია რვამეტრიანი, ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი, რომელთა მოწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება. „ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ყველგან არის სპეციალური საავტობუსო ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში საცობების გარეშე, შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს, რაც მოსახლეობის დისკომფორტთან ერთად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
(NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)