09:22 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 11:51:56, 1401 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ე.წ. ბორდერიზაცია და ჩორჩანას მოვლენები მიანიშნებს, რომ ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა

„გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პროცესის შესაჩერებლად საჭიროა ქართულმა მხარემ ყველა არსებული ფორმატი გამოიყენოს.

„იცით თქვენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ჰქონდა ადგილი. თუნდაც გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა და საჭიროა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics