|
2019-08-31 14:21:52, 1867 ნახვა
საზოგადოება
ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს
გერმანიულ-კავკასიური გაერთიანების, ჩეჩნური დიასპორის ორგანიზებით, გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის პირდაპირ ეთერს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. დემონსტრანტები 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ. „მინდა ყველა ქალს, ყველა დედას, ყველა დას, ყველა შვილს, ყველას, ვისაც ამდაგვარი სირთულეები განუცდია ცხოვრებაში, ალბათ კარგად გამიგებს. აქ ვდგავარი პრევენციისთვის, რომ მსგავსი რამეები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ხანგოშვილის მეუღლემ. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები აქვთ მიტანილი. გარდა ამისა, დემნოსტრანტებს აქციაზე მიტანილი აქვთ ჩეჩენი ლტოლვილების სია, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უცხოეთში იქნენ დახვრეტილები. შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი რამდენიმე დღის წინ ბერლინში მოკლეს. BBC-ის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ის ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩავიდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა შეძენილი. BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაში ზელიმხან მარგოშვილის ვინაობაზეც არის საუბარი. მედიის ცნობით, ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა. მანამდე ვრცელი მასალა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში დაკრძალეს.
ფოტო: რადიო თავისუფლების პირდაპირი ეთერი.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)