08:22 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 13:14:22, 1831 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

2 სექტემბერს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს მსოფლიო დონის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.

ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

პრეზენტაციები/ლექციები: 2,3,4,5 სექტემბერი, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები: 2,3,4,5,7  სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. 

რეგისტრაცია: ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე რეგისტრაციის ბმული:

დამატებითი ინფორმაციისთვის: ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები,   +995 577 90 90 93/

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება. ის რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics