|
2019-08-31 10:53:00, 1956 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკა ყველა მხარეს ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს. „ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან და შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)