|
2019-08-30 17:18:18, 2306 ნახვა
პოლიტიკა
ქემოკლიძე - დე ფაქტო წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადაიდგას
„მიუხედავად განსხვავებული პოზიციების, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციასა და განმუხტვას“, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ქემოკლიძის განცხადებით, დეფაქტო რეჟიმის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. „შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში წრიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი. მეორე, ჩვენ შეხვედრიის მონაწილეები შევთანხმდით, რომნ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისაკენ. ამის მოწოდება ფაქტობრივად გაიზიარა ყველა წარმომადგენელმა დღეს. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე“, - განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)