|
2019-08-30 15:14:55, 1758 ნახვა
საზოგადოება
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა: ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამას ექპერტიზა დაადასტურებს
„ჩემ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა, თუმცა მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა“, - ამის შესახებ პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძემ განაცხადა. როგორც ბრალდებულის დედამ აღნიშნა, ექსპერტიზა აღნიშნულ საკითხს დაადასტურებს. „ჩემს შვილს რადგანაც აქვს ფსიქიკური პრობლემები. ეს სასამართლოს ექსპერტიზით დადასტურდება. ამის მიხედვით იმსჯელებენ მერე. მკურნალობდა, ფსიქიატრიულში იწვა. სახლშიც დადიოდა ექიმი, დანიშნულებაც ჰქონდა, წამლებსაც იღებდა. მერე რაღაცა პერიოდი რემისია ჰქონდა და შეწყვიტა წამლების მიღება. ალბათ ეგონა, რომ გამოჯანმრთელდა. საერთოდ ჩვეულებრივად გადიოდა ქუჩაში. ჩვეულებრივად ყიდულობდა პროდუქტს, მოჰქონდა სახლში. ჩვეულებრივად სახლის საქმეებს აკეთებდა, ეს რატომ მოხდა და როგორ მოხდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. მხატვარია, კარგი ადამიანია, უკანასკნელს გაიხდის და სხვას მისცემს“, - აღნიშნა თამარ საძაგლიშვილის დედამ. შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)