08:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 14:34:25, 1527 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ყველა ნაბიჯი რომელიც იდგმება ჩორჩანაში სიტუაციის დეესკალაციისკენაა მიმართული

ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ისევე, როგორც პოლიციის საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სიტუაციის დეესკალაცია არავის ინტერესში არ შედის.

„ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რამე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისევე იქით მხარეს, იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი, არ აქვს მნიშვნელობა.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა და მოწოდებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და მოხდება სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics