|
2015-01-23 18:32:44, 5463 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება
„სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება.“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. ნადირაშვილის შეფასებით, ამ ყველაფრის საშველი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასასრული იქნება. „ვფიქრობ, რომ სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება, როგორც თავად ვერ გადაწყვეტდა სადმე ვინმე დანიშნულიყო ისევე ვერ გადაწყვეტდა, რომ გადამდგარიყო. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კორუფციის ჭაობში ჩაფლული უსინდისო და უნიათო ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, თუმცა მისი გადადგომა ვერ უშველის ვერც გაზრდილ კრიმინალს და ვერც შეკვეთილს მკვლელობებს. ამ ყველაფრის საშველი იქნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის არაფორმალური დასასრული, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, დღეს, რომ საქმე აქეთ არ მიდის და ის არ არის საკმარისი, რომ მისი პირადი თანაშემწე პრემიერ-მინისტრია, დღეს უკვე ერთ-ერთ კანდიდატურად ჭიკაიძის შემცვლელად გომელაურს განიხილავენ, რომელიც ასევე გახლდათ ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი, სანამ ამ ნიშნით დანიშნავენ თანამდებობებზე ადამიანებს ჩვენი ქვეყანა კვლავ წუმპეში იქნება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)