15:55 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-23 14:49:11, 274 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა

რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, იცნობს ძალიან ბევრ აფხაზს, რომელთაც უყვართ ქართველები და ქართველებს, რომელთაც უყვართ აფხაზები, ამიტომ განზოგადებას ვერ გააკეთებს.

„აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა. რუსები მუშაობდნენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. რა თქმა უნდა, აფხაზების აღქმაში ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით იდეალისტები და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ყველას უყვარს ქართველები და ქართველებსაც უყვართ აფხაზები, რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, მათ შორის ჩემს ნათესავებს, რომლებსაც უყვართ ქართველები, ახსოვთ ქართველებთან თანაცხოვრება, წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად. ამიტომ, ჩემთვის იმედია აფხაზეთში მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, როგორ შევძლოთ ჩვენი ურთიერთობა არა წარსულის შეცდომებზე, არამედ კარგ ნიადაგზე. მე ვიცნობ ისეთ აფხაზებს, რომლებსაც უყვართ ქართველები და პირიქითაც, ამიტომაც  ვერ განვაზოგადებ“, – განაცხადა წითლიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics