16:03 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 16:53:49, 1895 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. 

როგორც აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი, ნატო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. 

„ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში, რომელიც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics