|
2019-08-24 19:51:45, 1511 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა, მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა
ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ბელარუს ხალხს „თბილისობის“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. „თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. შარშან, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მინსკის დღეები აღინიშნა, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რომელიც ამჯერად მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნებით გამოიხატა. ეს სახლი ხელს შეუწყობს ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას, ექსპორტს და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მინსკელ კოლეგებს, რომელთა ძალისხმევით, უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია. დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. ასევე, მიხარია, რომ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქალაქის დღე აღინიშნება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ჩვენთან ერთად არიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები და მთელი დღის განმავლობაში იქნება საკმაოდ საინტერესო სანახაობა, რომელიც საღამოს გალაკონცერტით დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“ იმართება, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ექსპოზიციები, გამოფენები, კონცერტები იმართება. ასევე, წარმოდგენილია ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მინსკს მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
(NS)
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)