08:00 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-24 11:33:42, 1317 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე ქობულეთის მოსახლეობას: დღე და ღამე ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მუხაესტატეს და ხუცუბნის  მოსახლეობისგან მოსაზრებები და პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა თორნიკე რიჟვაძეს მათი საჭიროებები გააცნეს. გაზიფიცირება,  წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის მიმართულებებია,  რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ.

„როგორც მთავრობა, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა ის ადამიანი, რწმუნებულები, რომლებიც თქვენ გყავთ ვალდებული არიან, რომ მოგისმინონ და თქვენი ყველა გასაჭირი მოიტანონ ჩვენამდე, ჩვენ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ის, რაშიც მათი დახმარება გვჭირდება.  და ერთიანი ძალისხმევით, ეს არ არის მხოლოდ ცალკე რომელიმე სახელისუფლებო შტოს მიდგომა თქვენთან მიმართებაში, ეს  არის მთლიანად ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების მიდგომა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან  კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად,  ერთიანი ძალისხმევით, რაც მუხაესტატეს, ქობულეთელებს და თქვენს ოჯახებს  აწუხებთ“,  - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2021-22 წლებისთვის არცერთი სოფელი აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics