07:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 18:36:10, 1067 ნახვა

საზოგადოება
ნინო შუბლაძე: „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია

 „არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და, კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე“, -ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო შუბლაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განცხადებით, ტელეკომპანიიდან ჯერ მხოლოდ შემოთავაზება მიიღო.

„პირველ რიგში, დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და, კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ...  მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს.... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს“,  -წერს შუბლაძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნინო შუბლაძე დაიკავებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics