07:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 15:41:00, 1124 ნახვა

საზოგადოება
FAO-მ „მწვანე ბანაკში“ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე საჯარო ლექციები ჩაატარა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)   კავკასიის გარემოსდაცვითმა ქსელის (CENN) ბულაჩაურის „მწვანე ბანაკში“, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა (NAITS) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

VIII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ, ცხოველთა-იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის რეგისტრაციის პროგრამას, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) 2012 წლიდან ნერგავს.

 ინტერაქტიული ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა ისეთი თემები როგორიცაა: ცხოველთა იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის საჭიროება, მიკვლევადობა, სურსათის უვნებლობის ჯაჭვი ფერმიდან - ჩანგლამდე, ზოონოზური დაავადებები, ჯილეხი, ბრუცელოზი და ტუბერკულიოზი, მათი აღმოჩნა და პრევენცია. ლექციის მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს გარემო სურსათის უვნებლობაზე. მოსწავლეებს, ასევე, საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს და ენახათ ვეტერინართა საველე სამუშაოები. 

კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი (CENN)  უკვე თითქმის 10 წელია ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამას „მწვანე ბანაკი“, რომლის მიზანია გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ახალგაზრდების განვითარებისათვის. 10 წლის მანძილზე 5000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა საშუალება გამხდარიყო ამ პროგრამის ნაწილი.  ბანაკის მონაწილეები ირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

FAO-მ ლექციები, „New World Program-ის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა” ფარგლებში ჩაატარა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics