|
2019-08-21 13:11:09, 1354 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზარალის მიყენება ედება ბრალად. გაცნობებთ რომ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 1 პირის - ლაურა ღაჭავას მიმართ. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები. ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში. ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ღაჭავა უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)