|
2019-08-20 19:33:40, 1191 ნახვა
საზოგადოება
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“: არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. განცხადების თანახმად, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. „დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანსა და ეკა კვესიტაძეს კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლებს. ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა. კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადაც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული. კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები“, - ნათქვამია განცადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ღია საზოგადოების ფონდი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)