15:38 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 15:24:31, 1173 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის

საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომელთაც მმართველ გუნდს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკითხზე სექტემბერში საჯარო განხილვები ჩატარდება.

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ. და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება - სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics