|
2019-08-19 18:18:50, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი გეგიძეზე: ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება და პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია
„თუკი მისი პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს უმრავლესობას“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბიძინა გეგიძის განცხადებებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გეგიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიაზე არასწორი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება ენმ-ს წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით. „გახარიაზეც არასწორი იყო რასაც აკეთებდა განცხადებას იმიტომ, რომ ყველა კარგად ხედავს რაც მოხდა და რა განსხვავებაა დანაშაულებრივ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც იგერიებს ამ დამნაშავეების მიერ ორგანიზებულ შეტევას, ძალიან კარგად იცის ეს და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადების გაკეთებას, სჯობს უთხრას საზოგადოებას, თავის კოლეგებს, რამდენად რეალურია ის შეკითხვები, რომელიც გამოძიებას მის მიმართ გააჩნია.ბიძინა ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა ეს არის ის სტილი და მეთოდი, რომელსაც აჰყვა ბიძინა გეგიძე და ჩადგა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სტრატეგიის მატარებელთა რიგებში. არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება, არც მელიასთან დაკავშირებით და არც გახარიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ იყო სწორი და მეორე, თუკი რაიმე საქმე აღიძრა შარშან აგვისტოში, ამის თაობაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, ვინაიდან მას ავალდებულებს ამას თავის დეპუტატის მანდატი. თუკი მისი პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს უმრავლესობას. ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება რა გახდა ახლა პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, არ ემთხვევა პოზიციები და ორი სუბიექტი, ან ჯგუფი ან ადამიანები უნდა დასცილდნენ ერთმანეთს ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ. ამ უთანხმოების შედეგი იქნება ის, რომ ეს ადამიანები, ჩვენ უმრავლესობის დიდი ნაწილი და ბიძინა გეგიძე, ისე როგორც სხვანი გავიდნენ უმრავლესობიდან მოხდება გასვლა, გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულებაა უარყოფითი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვრიცხო“, - განაცხადა გიო ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძე სახელმწიფო საფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მალევე დაიწყო. „გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა გეგიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)