|
2019-08-19 17:00:29, 1292 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, ბიძინა გეგიძეს ვერ დაიჭერენ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბიძინა გეგიძის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარება მის შეშინებას ემსახურება. გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ გეგიძეს ვერ დააკავებენ. „ანტიკორუფციული სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ის არ ებრძვის კორუფციას ის გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ჩემს აღქმაშიც ეს არის დევნის ელემენტები და არ ვიცი, რა შედეგს უნდა მიაღწიონ, თუ აპირებენ ბიძინა გეგიძე შეაშინონ ამ მეთოდებით, მე მგონი არ იცნობენ ამ ადამიანს. ივანიშვილი ეცდება მოასუფთაოს ყველა მხრივ ველი, აქცენტი გააკეთოს სატელიტ ორგანიზაციებზე და ამით შეაკოწიწოს უმრავლესობა, ისე რომ შეინარჩუნოს ავტორიტარული ძალაუფლება თუნდა კოალიციაზე ან პოლიტიკურ ჯგუფებზე. მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი ქვეყანაში, რეალურად, გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები. ახლა გამოხტებიან ტროლები, ეს კარგად დაგეგმილი კამპანია იქნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ბიძინა გეგიძეს ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძე სახელმწიფო საფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მალევე დაიწყო. „გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა გეგიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)