2019-08-19 10:04:56, 1321 ნახვა
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.
უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მჭიდი და 221 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,