|
2019-08-16 11:41:53, 834 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა
ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ. „მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ ამ დარგის დაკნინება გამოიწვია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ 6 წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო. „მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. მოდით მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი. თითქმის მილიარდის დეფიციტი ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს, ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში. დღეს 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებული არის 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც შეიქმნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება სწორედ თქვენი დამსახურება, ჩვენი ფერმერების", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)