|
2019-08-15 16:47:41, 1576 ნახვა
სამართალი
შენგელია ჯანეზაშვილს: ჩინჩალაძეს უმადლოდეთ საბჭოს წევრი რომ ხართ და აქ რომ ზიხართ, უცოდინარო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათი მოჰყვა გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზეც დაინიშნა, მის მოადგილედ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია დასახელდა. საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილის პროტესტი თანამდებობებზე კანდიდატების გასაუბრების გარეშე დანიშვნას მოჰყვა, რაც საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ჩინჩალაძეს უმადლოდეთ საბჭოს წევრი რომ ხართ და აქ რომ ზიხართ, თქვენ მართლა უცოდინარო“- ამ სიტყვებით საბჭოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა. ირაკლი შენგელიას ამ განცხადებას ჯანეზაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ერთმა ფრაზამ ცხადჰყო, რომ მიხეილ ჩინჩალაძე გარკვეული გავლენებით სარგებლობს. „მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა ამირჩია 2017 წელს და აქამდე მეგონა, რომ პარლამენტის მიერ ვიყავი არჩეული, მაგრამ ადამიანმა ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა ამით, რომ რაღაცა გავლენები აქვთ ამათ, თუ რა ტიპის გავლენებია მე ნამდვილად არ ვიცი და ძალიან სამარცხვინოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რომ ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემიდან, რომელიც საბჭოს წევრიც კი არ არის, უნდა უმადლოდეს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი. ეს არის ძალიან უცნაური განცხადება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)