|
2019-08-15 16:30:32, 1521 ნახვა
სამართალი
არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძისთვის სახლის დაბრუნებაზე განცხადებას ავრცელებს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის სადავო ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის - როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნების ფაქტს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს უწოდებს. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებისთვის მიმართვის სახით გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მინდა საზოგადოებას ვაცნობო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავისი პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ხასიათით, პრეცედენტია. სამართლიანი შედეგით დასრულდა 15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, როლანდ ბლადაძემ ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა. როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. როლანდ ბლადაძე, დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა. ეს არის უდიდესი გამარჯვება და ბრწყინვალე შედეგი. ეს არის სიხარული, ემოცია და პასუხისმგებლობა. ეს არის ერთი ოჯახის დრამატული ისტორია, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება და ერთი ადამიანის ბედი გახადა პრინციპული გამოწვევა სახელმწიფოსთვის“ - ნათქვამია განცხადებაში. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმე არის სისტემური დანაშაულის მაგალითი, რომელიც საზოგადოებამ გადაიტანა. „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოჯახს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოართვა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ქონება გამოცხადდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ხოლო შემდგომ სიმბოლურ ფასად, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს. განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებებზე დევნის გამო, ოჯახმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. სახელმწიფომ შელახა პირის ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება - საკუთრების უფლება და სასამართლოს, პროკურატურის, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, შექმნა ყველა წინაპირობა, რათა დარღვეული უფლებების აღდგენისთვის ყველა მოქმედება, წარუმატებელი აღმოჩენილიყო. ამიტომაც, როლანდ ბლადაძის საქმეს საზოგადოებამ სამართლიანად უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)