|
2019-08-12 15:07:00, 1533 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბახმაროს თეატრის შენობის შიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბახმაროს თეატრის შენობაში, სადაც დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)