07:08 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-11 19:46:19, 1256 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ და, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებები გააცნო.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების,  საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. 

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics