15:05 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 18:49:04, 1237 ნახვა

პოლიტიკა
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა  და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე მსგავსი უკანონო ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით და ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics