|
2019-08-07 14:56:28, 1256 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ ბოლქვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გეგმა, რომლითაც რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება
„ამბროლაურის კლინიკაში უკვე დაემატა ექიმი-ქირურგი და რეანიმატოლოგი, ასევე ადგილზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი“, - ამის შესახებ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება, მათ შორის საუბარია ნეონატოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე.
„რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალური სექტორის, რეფერალური დახმარებისა და საბაზისო სერვისების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. ამბროლაურში უკვე განთავსდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი. რაც შეეხება ონს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაბორატორიული ულტრათანამედროვე სამსახურის შექმნისათვის, რაც დასრულდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენი დაუყოვნებლივი მოქმედებების შედეგია ის, რომ გუშინ ამბროლაურის კლინიკაში წარმატებით ჩატარდა 2 გადაუდებელი ოპერაცია და პაციენტები ადგილზე რჩებიან, არ დასჭირდათ სხვაგან გადაყვანა,“ - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამბროლაურში ამ დრომდე რეანომობილი არ იყო. ნუგზარ ბოლქვაძის განმარტებით, ახლა იქ მუდმივად იქნება 1 რეანომობილი, რომელიც რაჭას მთლიანად ფარავს. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა იმ რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც რაჭაში გამოვლინდა“, - აღნიშნა ნუგზარ ბოლქვაძემ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)