|
2019-08-01 17:42:49, 1747 ნახვა
სამართალი
NGO-ები: ზვიად კუპრავასათვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია
არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურებიან. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით საშიში პრეცედენტია. „საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ზვიად კუპრავა, საქმის მიმდინარეობისას გამოცხადებულ ერთ საათიან შესვენებაზე იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში არსებულ სასადილოში. ამ დროს, პოლიციელებმა მიმართეს ზვიად კუპრავას და მოუწოდეს სასადილოს დატოვებისა და სხდომის დარბაზში გამოცხადებისკენ. ზვიად კუპრავამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული იყო დროის ერთ საათიან მონაკვეთში, ხოლო აღნიშნული დრო ჯერ ამოწურული არ იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ ინდიფერენტული იყო მოსამართლის მიმართ (კერძოდ, „[სასქესო ორგანოზე] ეკიდა მოსამართლე“). საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს სხდომის დარბაზში. აღნიშნულის შემდგომ პროკურატურამ ბრალდებულად ცნო კუპრავა და მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ზვიად კუპრავა სწორედ ამ ქმედებისათვის (მოსამართლის შეურაცხყოფისათვის) იქნა ცნობილი დამნაშავედ დღეს სსკ-ს 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სასამართლოს უპატივცემულობისათვის, რაც მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზვიად კუპრავას შეეფარდა 9 თვიანი თავისუფლების აღკვეთა. საგულისხმოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ გაკეთებული განცხადებისათვის. მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებს სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობას. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც ერთი მხრივ იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი აკისრებს თმენის ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მიღებული განაჩენი განვიხილოთ ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე. კერძოდ, გასათვალისწინებელია ხელისუფლების ორგანოებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან მომდინარე მზარდი სურვილები, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვისაკენ საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობის მიზნით. ამავდროულად აღსანიშნავია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრები და მის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ზოგადად სასამართლო სისტემაში გამოხატვის თავისუფლების მიმართ დაბალ მგრძნობელობაზე მიუთითებს. ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მედიის განვითარების ფონდი (MDF).
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)