2019-07-31 14:24:32, 1623 ნახვა
სამართალი
„გაათავისუფლეთ ბეჟან ლორთქიფანიძე“ - დაკავებულის ახლობლებმა სააპელაციო სასამართლოს პეტიციით მიმართა
მხარდამჭერებმა National Geographic-ის მკვლევარის ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვვილი ხელმოწერები სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.
მათ სულ 1 800 ხელმოწერა შეაგროვეს. ახლობლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს. მხარდამჭერების ნაწილი ლორთქიფანიძეს თავდებშიც უდგება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძე. ის ჯგუფური ძალადობირ ბრალდებითაა დაკავებული.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან