|
2019-07-31 12:09:55, 915 ნახვა
საზოგადოება
პირველი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
ხვალიდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმართულებაა. შესაბამისად, ხვალიდან საპილოტე პროექტი ამოქმედდება, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივ პარკირებას ითვალისწინებს. „საპილოტე პროექტი იწყება ხვალიდან და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაინტერესებულ პირს მობილურში უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევაში დაეხმარება. „ყველა სმარტფონისთვის არის ეს აპლიკაცია და მისი მეშვეობით შესაძლებელია გადახდა. ძალიან მარტივი აპლიკაციაა. რუკაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილები. როდესაც შეხვალთ აპლიკაციაში, ნახავთ, გადახდის მეთოდოლოგიას. ყველაფერი ძალიან მარტივადაა მოცემული“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)