|
2019-07-26 10:45:09, 2793 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ოქრუაშვილის დაკავებაში პოლიტიკური სარჩულის ძებნა იაფფასიანი სპეკულაციაა
ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო, ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის ნაწილის ბრალდებას, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ბახტაძემ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო, შეფასებებისგან თავს იკავებს. "ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო, აქედან გამომდინარე ეს არის რა თქმა უნდა ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებ ამ ტიპის შინაარსობრივი შეფასებისგან, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)