|
2019-07-25 13:56:13, 910 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია
თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებულ სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების ქაოტური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების დახარისხება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები. 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოდელს. გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო გეგმის საჯარო განხილვა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მომზადდა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)