|
2019-07-24 18:34:19, 1667 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: არაპროფესიონალი მინისტრი, რომელიც ცემენტსა და ბეტონს ვერ არჩევს, უნდა დამთავრდეს
„ეს ზღაპრები მინისტრების, რომელიც ვერ ერკვევა ცემენტი როგორ უნდა გაარჩიოს ბეტონისგან, ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე პროკურატურას "საბჭოთა პროკურატურა" უწოდა. „მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს აღარ არის პროკურატურა, ამაში ბევრი შტო არის. მე ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და ეს არის ამ ორკესტრის გაგრძელება, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს. დღევანდელი ბრიფინგი არის გამეორება ზუსტად იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ, 8% დააგდეს TBC ბანკის აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები. ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. მაგათ ჰგონიათ ხაზარაძე და ჯაფარიძე დააზიანეს, რომლებიც არიან მინორიტარი აქციონერები? ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ აქ უსაფრთხოდ არ ხართ, ვიღაც ბიუროკრატ პროკურორს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის, რომელსაც ძალიან სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. ჩვენ თავიდან აგვირჩია 105-მა მსოფლიოს წამყვანმა აქციონერმა 98%-თ, რამაც დაამტკიცა, რომ ამ შენობას კანონთან კავშირი არ აქვს, ეს გააკეთეს მას შემდეგ, რაც შეისწავლეს გასული 15 წლის საქმიანობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს ზიანი. არცერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესი იმიტომ, რომ ყველა ზღვარს და ფიცს გადავიდნენ მათი ორპირი დამოკიდებულებით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, ანაკლია აუცილებლად აშენდება. ეს ზღაპრების, მინისტრების, რომელიც ვერ ერკვევა ცემენტი, როგორ გაარჩიოს ბეტონისგან უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)