|
2019-07-24 17:52:22, 1229 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი TBC ბანკის საქმეზე: ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპის დაწყებად აფასებს. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, ჩაშალოს ანაკლიის პროექტი და მეორე მხრივ, შეაჩეროს პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტის შემოსვლა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახით. "პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაიწყო დევნა ჯაფარიძის და ხაზარაძის წინააღმდეგ. ერთი ეს იყო ხაზარაძის განაცხადი, რომ ის აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას და მეორე, ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება. ანუ დაადასტურა, ფაქტობრივად, მან, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა იგეგმება ხელისუფლების მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეერთებული შტატებიდან საკმაოდ მკაცრი გზავნილები გაიცა ამ თემაზე, დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზარაძის განეიტრალება, მყარდება დიქტატორული რეჟიმი, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივას არსებობის უფლებას ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, აღარ აპირებს, რომ მისცეს და მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმის, რომ ქვეყანა ფორმალურადაც კი ეხსნება პროდასავლურ მიმართულებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)