|
2026-08-18 19:53:47, 1338 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. ექსპრემიერი აცხადებს, რომ მისი დაკავება ანტიკორუფციული კამპანიის საფარქვეშ დაგეგმილი "ბინძური პროვოკაციაა", ხოლო ბრძოლის დაწყების მიზეზად მმართველი გუნდის მხრიდან „წითელი ხაზების“ გადაკვეთას ასახელებს. „საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი. მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება. ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, - წერს ღარიბაშვილი.
ევროპული ქვეყნები ზამთრისთვის უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით უზრუნველყოფას შეეცდებიან.
გირჩი წევრი, სანდრო რაქვიაშვილი - ივანიშვილთან შეხვედრა 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, შედგა
ევროკავშირი საქართველოს რეპრესიული კანონების გაუქმებისაკენ მოუწოდებს
Global Finance-მა საქართველოს ბანკი დაფინანსების სერვისების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ განახორციელა- ორი ადამიანი დაიღუპა
ზელენსკი: აშშ-ს ზამთრისთვის ომის დეესკალაცია სურს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)