|
2019-07-24 17:48:03, 1220 ნახვა
კომენტარი
ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს: დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა - მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. "ულტიმატუმს რომ დააყენებ, ეგ უკვე კაპრიზია. „დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?!“, - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს. გარდა ამისა, ხალვაშმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს „სამარცხვინო“ უწოდა. "ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“, - აღნიშნა ხალვაშმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი თავადაა და ამის დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. შესაბამისად, ოქრუაშვილი ხელმოწერის ავთენტურობის დასადგენდ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)