|
2019-07-24 17:34:28, 1100 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი TBC-ს საქმეზე: ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს
გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საუბარი იქნებოდა რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისმოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალუსტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მტკიცებულებების მოგროვების დროსთან და არა ხაზარაძის პოლიტიური განცხადებების გაკეთებასთან. "გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში, ისევე როგორც სხვა საქმეებშიც პოლიტიკური შეფერილობა ეძებონ, თუმცა მთავარია გამოძიება რა მტკიცებულებებს წარადგენს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საზოგადოება დეტალურად ადევნებს თვალყურს და შესაბამისად, მტკიცებულებების სტანდარტი და სიმყარე არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ჩუგოშვილი. "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები, მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)